რისთვის გამოიყენება დექსალგინი®?

მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის, როგორიცაა წელის ტკივილი, მუხლის მწვავე ტკივილი ან ქვედა კიდურების დაზიანება.

რა არის ტკივილი?

ტკივილი არის ორგანიზმის არასასიამოვნო და არაკომფორტულობის შეგრძნება. ტკივილის აღმოცენება მიუთითებს პრობლემის არსებობაზე. ტკივილი შეიძლება გაჩნდეს უეცრად ან განვითარდეს თანდათანობით. ის შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.

მწვავე ტკივილი

მწვავე ტკივილი იწყება უეცრად და, როგორც წესი, მჭრელია. ის არის ორგანიზმიდან მომავალი „განგაშის“ სიგნალი მოსალოდნელი დაავადების ან ორგანიზმის საფრთხის შესახებ. მწვავე ტკივილი შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • ტრავმის დროს
  • სხვადასხვა დაზიანებისას
  • კბილის ტკივილისას
  • დამწვრობის ან ჭრილობის დროს

მწვავე ტკვივილი შეიძლება იყოს მსუბუქი და გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე წუთი, მაგრამ ის შეიძლება, აგრეთვე, იყოს ინტენსიური და გაგრძელდეს რამდენიმე კვირა, თუ ტკივილის მიზეზი არ არის მოშორებული.

თუმცა, არანამკურნალევი მწვავე ტკივილი შეიძლება ქრონიკულ ტკივილში გადაიზარდოს, რაც განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს.

დექსალგინი® არის ეფექტური, სწრაფი და, ზოგადად, კარგად ასატანი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი მწვავე ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილის დროს.