მიღების წესი:

დექსალგინი® საშეტი - თითო საშეტი (25 მგ) - ყოველ 8 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 საშეტისა (75 მგ) დღე-ღამეში, იხსნება ჭიქა წყალში.

ტკივილის სწრაფი შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია დექსალგინი® საშეტის მშიერ კუჭზე მიღება (საკვების მიღებამდე, სულ მცირე, 15 წუთით ადრე).

დექსალგინი® - თითო ტაბლეტი (25 მგ) - ყოველ 8 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 ტაბლეტისა (75 მგ) დღე-ღამეში.

ტკივილის სწრაფი შემსუბუქების მიზნით შესაძლებელია დექსალგინი® ტაბლეტების მშიერ კუჭზე მიღება (საკვების მიღებამდე, სულ მცირე, 30 წუთით ადრე).